საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 855 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 445, „პისიარ“-ტესტით 9 410.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,88%, ბოლო 14 დღის – 8,56%, ბოლო 7 დღის – 8,13%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 867 071 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 809 830 გამოჯანმრთელდა, 12 407 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 238 070 აცრა, დღიურად აცრილია 2 674.
კარანტინის რეჟიმშია 36, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 455 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 121 პირი.
ამასთან, 5 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი, გარდაიცვალა 46.