ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში, პროექტის „ახალქალაქში ახალგაზრდული საგანმანათლებლო და ციფრული ცენტრების შექმნა“, „ჭკვიანი სოფლების“ ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრში ახალქალაქის განვითარების ჯგუფმა (LAG) განახორციელა. Jnews-ი დაინტერესდა რამდენად მუშაობს სოფლებში, LAG-ის პროექტის დასრულების შემდეგ, ცენტრი.

ახალქალაქის განვითარების ჯგუფმა (LAG) პროექტისთვის სოფელი გოგაშენი და ხავეთი აირჩია, რადგან ეს სოფლები ახალქალაქიდან შორსაა. პროექტის ფარგლებში თითოეულ სოფელს 4 კომპიუტერი, დიდი ტელევიზორი, მაგიდები, სკამები და სხვა აღჭურვილობა გადაეცა.

პროექტი წლის დასაწყისში დაიწყო და 6 თვე გაგრძელდა. დასრულების შემდეგ მთელი ქონება სოფლის სკოლებს გადაეცა, რათა ცენტრი იქ გადავიდეს.

Jnews-ი სოფელ გოგაშენის სკოლას ეწვია და კომპიუტერით, ტელევიზორისა და ავეჯით დაინტერესდა.

სოფელ გოგაშენის სკოლაში 48 მოსწავლე, 15 მასწავლებელი და 1 ონლაინ მასწავლებელია. კლასში მაქსიმუმ 9 მოსწავლეა.  მოსწავლეთა სიმცირის გამო სკოლაში მე-2, მე-7 და მე-9 კლასები არ არის.

გოგაშენის სკოლაში, პროექტის ფარგლებში შეძენილი კომპიუტერების, მერხებისა და სხვა ინვენტარისთვის  ერთი ოთახი გამოიყო. საკლასო ოთახში, რომელიც კომპიუტერებისთვის იყო გამოყოფილი, რემონტი ჩატარდა. 4 კომპიუტერი მაგიდებით კედელთან დაიდგა, 3 მონიტორი ცელოფნით არის დაფარული, ხოლო მეოთხე ღიაა.

Gogashen1

გოგაშენის სკოლის დირექტორმა ეთერი ნადირაძემ კომპიუტერი და ტელევიზორი ჩართო და გვაჩვენა, როგორ უტარდებათ მოსწავლეებს მუდმივად რუსული ენის გაკვეთილი ონლაინ რეჟიმში, რადგან მასწავლებელი გორელია.

სკოლის დირექტორის ეთერი ნადირაძის განმარტებით, წლეულს ონლაინ მხოლოდ რუსულის გაკვეთილები ტარდება, შარშან გეოგრაფიის გაკვეთილიც ასე მიმდინარეობდა.

“ერთი კომპიუტერი საკმარისია, რადგან კლასებში 4 მოსწავლეა, მაქსიმუმ 9. სკოლაში მხოლოდ რუსული ენას შეისწავლიან ონლაინ რეჟიმში. საჭიროების შემთხვევაში, სხვა კომპიუტერებსაც დავაშორებთ კედელს, ჩავრთავთ და გამოვიყენებთ”, – განაცხადა ეთერი ნადირაძემ.

დირექტორის თქმით, გარდა LAG-დან მიღებული კომპიუტერებისა, სკოლას კიდევ 3 კომპიუტერი და ლეპტოპი აქვს.

კითხვაზე, სარგებლობენ თუ არა სოფლის ახალგაზრდები ამ კომპიუტერებით, რადგან ისინი განკუთვნილია არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვისაც, ეთერი ნადირაძემ გვიპასუხა:

„ტრენინგებს ვატარებთ: ახალგაზრდები მოდიან და სასოფლო-სამეურნეო ტრენინგები მიმდინარეობს, მხოლოდ – სკოლის შემდეგ. ამ ოთახში კომპიუტერით მეცადინეობენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს არ ვიყენებთ. სინამდვილეში, უბრალოდ გადასაფარებლებს ვუკეთებთ, რომ მტვრით არ დაიფაროს“.

პროექტი ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის (ENPARD III) ფინანსური მხარდაჭერით და გაეროს განვითარების პროგრამით (UNDP) განხორციელდა. ახალქალაქის „ჭკვიან სოფლებში“ 15 000 დოლარი დაბანდდა.