ახალქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებები ნორმალურ სამუშაო რეჟიმს ნაწილობრივ დაუბრუნდა.
ახალქალაქის მუსიკალური სკოლა სრულად უბრუნდება სტანდარტულ მუშაობას იქამდე, სანამ ინფიცირებულების შემთხვევები არ გამოვლინდება.
ახალქალაქის სამხატვრო სკოლაც ოფიციალურად ნორმალურ რეჟიმში მუშაობს. თუმცა, ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე ეემონტის და იმის გამო, რომ შენობაში გათბობა მონტაჟდება, სტუდენტები ინდივიდუალურად დადიან სასწავლებლად. ჯგუფური გაკვეთილები არ ტარდება.
დისტანციურად მუშაობს “მომავლის სახლი”, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ახალქალაქის კულტურის სახლი.
«თანამშრომლები ყველა ერთად არ მიდიან სამუშაოდ, ადგენენ განრიგს, რომ გუნდის 30% იყოს დისტანციაზე. მაქსიმალურად უნდა ეცადონ, დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდოს», – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დირექტორი, ვალერი სტელმაშოვი.
ახალქალაქის სპორტული კომპლექსი და სპორტული სკოლა შეზღუდვებით მუშაობს. თუ ჯგუფს ვთქვათ, 30 კაცი ჰყავს, მაშინ ის 10-კაციან მცირე ჯგუფებად იყოფა.
აღსანიშნავია, რომ 1-ლი დეკემბრიდან ახალქალაქის ზოგიერთი კულტურული დაწესებულება “მწვანე პასპორტის” რეჟიმზე გადადის – კულტურის სახლი, ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზები.
რომელი დაწესებულებები მუშაობენ ახალქალაქში