შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
” 1944 წელს დაბადებული პ.ე. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალქალაქში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 11 საბრძოლო ვაზნა” – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჯამში დაკავებულია 10 პირი.