კორონავირუსმა ახალქალაქელების ცხოვრება შეცვალა. სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვით, ქორწილების გამართვის და დაკრძალვების ტრადიციულად ჩატარების, ტაძარში სიარულის და სხვა შეზღუდვების შედეგად ცხოვრება შეიცვალა. მაგრამ ახალქალაქელები ამაზე არ დარდობენ, რადგან საუბარი სიკვდილ-სასიცოცხლო საკითხს ეხება.

ახალქალაქის ქუჩებში ხალხმრავლობა არ არის, მაგრამ მანქანა ბევრი დგას.
5

იუსტიციის სახლი, რომელიც მუდამ ხალხით იყი სავსე, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
1

კორონავირუსი მშენებლობას ხელს არ უშლის.
3

მერია და საკრებულო დისტანციურად მუშაობენ. ძირითადად ამ ადგილას ბევრად მეტი ადამიანი იკრიბება.
4

ახალქალაქში აფთიაქების, ბანკების, სასურსათო მაღაზიების, აგრარული ბაზრის და რამდენიმე ტაქსის გარდა, ყველაფერი სავარაუდოდ, 21-ლ აპრილამდე დაიკეტა.

21

ბანკებში, მაღაზიებსა და აფთიაქებში შედიან სათითაოდ და არაუმეტეს 10 კაცისა, დანარჩენები ელოდებიან გარეთ და არა ყოველთვის ერთი მეტრის დისტანციას იცავენ.
22

14

გამყიდველები პირბადეებსა და ხელთათმანებში არიან.

2

19

23

პირბადეებსა და ხელთათმანებში არიან პროდუქტის დისტრიბუტორებიც. მაღაზიებში პროდუქტი საკმარისი რაოდენობით არის, დეფიციტურია ჰიგიენური ქაღალდიც, კონსერვი და მაკარონიც. თუმცა, არ არის ბევრი მომხმარებელი, რადგან მაცხოვრებლებმა ყველაფერი წინასწარ მოიმარაგეს და ახლა, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე მაღაზიაში არ მიდიან.

15

20

6

7

ქუჩები, რომლებიც მუდამ ხალხით იყო სავსე, შედარებით დაცარიელდა.

9

აგრარული ბაზრის გამყიდველები ჩივიან, რომ ვაჭრობა არ არის. ამბობენ, რომ მათ ფინანსური პრობლემები ემუქრებათ.
13

11

12

ახალქალაქის ტანსაცმლის ბაზრობაც მოცარიელდა.
10

მიუხედავად იმისა, რომ “სურფბ ხაჩ” ეკლესია ღიაა, მრევლი იშვიათად დადის ტაძარში.
17

პოლიცია პარტულირებს ქალაქს და ზედმეტ მოძრაობას აკონტროლებს.
18

16