სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 272 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 873 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 30-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 ნოემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 18 150-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 334 347 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 307 484 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 7 308 ადამიანი გარდაიცვალა.