17 ნოემბერს, საკრებულოს შენობაში ადგილობრივი ხელმძღვანელობა, რაიონის ჯანდაცვის ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ახალქალაქის განვითარების ჯგუფის (LAG) კოორდინატორი იმ სოფლების ექთნებს შეხვდნენ, რომლებმაც ENPARD-2-ის ფარგლებში LAG-ისა და მუნიციპალიტეტის პროგრამით სამედიცინო აღჭურვილობა მიიღეს და არ გამოიყენეს. ექთნებს აუხსნეს, როგორ გამოიყენონ მიღებული აღჭურვილობა.

სამედიცინო აღჭურვილობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად დარიგდა, თუმცა ძირითადად გამოუყენებელი იყო და ექთნების სახლში ინახებოდა. ბევრს სჭირდება მოწყობილობები, რომლებიც ექთნებმა მიიღეს, კერძოდ, ნებულაიზერები. თითქმის ერთი წლის განმავლობაში ეს მოწყობილობები გაუხსნელი იდგა.

შეხვედრაზე ექთნებმა განაცხადეს, რომ ამ მანქანების გამოყენება არ შეეძლოთ. თუმცა ამ ხნის განმავლობაში არც დასჭირვებიათ. სხვა შემდთხვევაში, ექიმს ჰკითხავდნენ და გამოეყენებდნენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

თითქმის 11 თვის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეხვედრა მოაწყო და ყველა ექთანი შეკრიბა, რათა ეჩვენებინა როგორ მუშაობს აპარატები. ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მაჩვენებელზეც.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს დეპუტატები, ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი, ახალქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურის მენეჯერი ერემ ეზოიანი, ახალქალაქის LAG-ის კოორდინატორი სერგეი ხაჩატრიანი და ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სირანუშ ტონაკანიანი ესწრებოდნენ. შეხვედრა ახალქალაქის ახალი მერის, მელქონ მაკარიანის მილოცვით დაიწყო.

ახალქალაქის LAG-ის კოორდინატორმა, სერგეი ხაჩატრიანმა ექთნებს LAG-ის ორგანიზების, დაფინანსების ოდენობისა და ამ პროექტის მიზნების შესახებ უამბო.

რეგიონული საავადმყოფოს მენეჯერმა ალექსან თოროიანმა იმ აღჭურვილობის მნიშვნელობა განმარტა, რომელიც სოფლებში ხელმისაწვდომია, მაგრამ ექთნები არ იყენებენ. ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას და ყველა მედდას მოუწოდა პროცესში წვლილი შეიტანონ.

ალექსან თოროიანმა ექთნებისა და რაიონის ექიმების მუშაობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ასეთი აღჭურვილობა სიცოცხლის გადასარჩენად არ გამოიყენეს.

„თუ სრულყოფილი არა, მაშინ თითქმის დანაშაულია – ასეთი აღჭურვილობის ქონა და უკვე ერთი წელი ასე დატოვება. სისხლში შაქრის გასაზომ სტიკერებს ვადა გაუვიდა. ეს ჩვენი რაიონის ექიმების სუსტი მუშაობის შედეგია. მათ, რომ აქტიურად ემუშავათ, ასეთი მდგომარეობა არ იქნებოდა. უნდა მივესალმოთ იმ ადამიანებს, ვინც პროგრამა განახორციელა. ყველა მუნიციპალიტეტს არ აქვს ასეთი აღჭურვილობა. მაშინაც ვითხოვე, რომ საჭიროების გამო საავადმყოფოსთვისაც გამოეყოთ“, – განაცხადა ალექსან თოროიანმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა ექთნებს უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში აქტიურად მუშაობისკენ მოუწოდა და დაამატა:

„თუ ამის შემდეგ სოფლებში თქვენი აქტივობა არ გამოჩნდება ჩვენთან არ დარჩებით. თქვენ თქვენი მაგალითით დაიყწეთ ვაქცინაცია“.

ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა ნაირი ირიციანს დაეთანხმა და განმარტა:

„თუ სპეციალისტი არ ხართ, არ იმუშავოთ. მაგრამ თუ ხართ, ისწავლეთ, თითოეულმა თქვენგანმა აიღეთ პასუხისმგებლობა და შეასრულეთ.”

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ფელდშერმა სოს არუთუნიანმა ყველა მედდას ნებულაიზერის მახასიათებლები აუხსნა და მოწყობილობის მოქმედება აჩვენა.