საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სულ 70 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის ცხრა გამოჯანმრთელებულია.

​კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252.