საქართველოში კორონავირუსის 1 820 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 6 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 82 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 166 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 569, „პისიარ“ ტესტით – 7 597.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,03%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9,97%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 9,52%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 785 911 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 722 399 გამოჯანმრთელდა, 11 057 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 048 393 აცრა, დღიურად აცრილია 1 874.
კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 847 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 191 პირი.
ამასთან, 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 277 პაციენტი, გარდაიცვალა 81.