სარესტორნო ბიზნესი ახალქალაქში საგრძნობლად განვითარებული არ ყოფილა – დიდი დღესასწაულებისა და ბანკეტების გარდა, ადამიანები ოჯახთან ერთად, უმიზეზოდ იშვიათად მიდიოდნენ. პანდემიის გამო მსხვილი ღონისძიებების აკრძალვის შემდეგ, რესტორნების ტრაფიკი საერთოდ შემცირდა. ზოგიერთმა მფლობელმა გადაწყვიტა ბიზნესის დაეხურა, ზოგიერთმა კი ახალი მომსახურებები შემოიტანა, რათა რთულ პერიოდს გამკლავებოდა.
ახალქალაქის მცხოვრებლები სინანულით აღნიშნავენ, რომ პანდემიის გამო რესტორნებში შესვლა მთლიანად შეწყდა. რესტორნებში მხოლოდ მიზეზით იკრიბებოდნენ – ადრე ან ბევრი მიზეზები ჰქონდათ ან თავად ნახულობდნენ.
„რესტორნებში ვიზიტები 99%-ით შემცირდა. ნებისმიერი პატარა შემთხვევა ქეიფად გადაიზარდებოდა და ძალიან სასიამოვნო იყო, ახლა კი ერთმანეთის ნახვა გვეშინია, ვის სახლში ასაკოვანი ჰყავს, ვინ კარანტინშია და ა.შ. ბოლოს ზაფხულში ვიყავი, და ისიც ღია ცის ქვეშ“, – იხსენებს ახალქალაქის მცხოვრები.
რესტორნები დიდ ზარალს განიცდიან. თვეში 1-2 ვიზიტორის გამო ფუნქციონირებს მთელი შენობა და მომუშავეები, რომლებსაც ხელფასი სჭირდებათ. ამის გამო ზოგიერთმა მფლობელმა დაკეტვა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ რესტორნებში 5-10 კაციან ჯგუფებში შესვლაა (5 კაცი ერთ მაგიდასთან და არაუმეტეს 10 ადამიანი ღონისძიების შემთხვევაში) დასაშვები, ახალქალაქის რესტორნებში აქტივობა მაინც არ შეინიშნება.
„პანდემიის შემდეგ რესტორანი საერთოდ არ მუშაობდა. უახლოეს მომავალში გვინდა დარბაზი სასტუმროს ნომრებად გადავაქციოთ, რადგან რესტორანი არ მუშაობს, არც დაბადების დღის ან ქორწილების გადახდა შეიძლება, ხანდახან მხოლოდ ოთახების მცხოვრებლები ჩამოდიან. რესტორანში რიგითი სტუმარი ძალიან ცოტაა. თანამშრომლებს კი სასტუმროს მოგების ხარჯზე ვუხდით”, – განმარტავს “გრანდ მურის” რესტორნის მფლობელი ჰოვანეს მურადიანი.
ახალქალაქის რესტორნები მიწოდებაზე არ გადასულან (სპეციალიზებული ბისტროების გარდა), რადგან ეს მეწარმესთვისაც წამგებიანი იყო – მოუწევდათ რესტორნების გახსნა, შენობების გათბობა და თანამშრომლებისთვის რამდენიმე შეკვეთისთვის ხელფასის გადახდა.
„რა თქმა უნდა, ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა. მცირე ღონისძიებების არსებობა კლიენტების არყოფნას ვერ ანაზღაურებს – ვინ წავა რესტორანში 5-6 კაცით? არც ჩვენთვისაა მომგებიანი მთელი რესტორანი მოვემსახუროთ; თუ ზაფხულში 1-2 ღონისძიება თანამშრომლების ხელფასს მაინც ფარავდა, ზამთარში გათბობაც ემატება და თანხა აღარ იფარება“, – აცხადებს რესტორან “ალესის” მფლობელი.
მეპატრონე იმედოვნებს, რომ კარტოფილის მოსავლის აღების შემდეგ ვიზიტორთა რიცხვი, ოდნავ მაინც გაიზრდება.
“ამჟამად იგივე სიტუაციაა: ხალხმა კარტოფილი უნდა აკრიფოს, რომ შემდეგ სახლებში დაბრუნდნენ და ალბათ ვიზიტორთა რიცხვიც გაიზრდება. მაგალითად, წვიმიან დღეებში ქალაქში ხალხის რაოდენობა იზრდება. უბრალო ხალხი სოფლებიდან მოდის, მეგობრებთან ერთად იკრიბებიან“, – ამბობს რესტორანი „ალეს“ მფლობელი.
“კვება სახლში მიტანით” ახალქალაქში არ ამართლებს