ახალქალაქის მუნიციპალიტეტს პირბადეები პენსიონერებისა და იმ ადამიანებისათვის, ვინც «ფრონტის წინა ხაზზე დგას», არ მიუღია. ამის შესახებ დღეს გვაცნობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იურიკ უნანიანმა.
მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა 5000 სამედიცინო ხალათი, ხელთათმანი და პიბადე შეუკვეთა იმისთვის, რომ ხალხს დაურიგოს.
«ორი დღის წინ გუბერნიიდან შეგვატყობინეს, რომ საქართველოში ფირმებმა პირბადეების წარმოება დაიწყეს. ჩვენ შევუკვეთეთ, რათა საჭიროებისამებრ დავარიგოთ, ასევე შევახვედროთ მათ, ვისაც საზოგადოებასთან მუდმივი კონტაქტი აქვს. როდესაც მივიღებთ, შევიმუშავებთ ფორმას და პირობებს და შეგატყობინებთ, თუ ადამიანების რომელ კატეგორიას დავურიგებთ, და საიდან შეძლებენ ამის მიღებას. ჩვენ ყველას ვერ დავურიგებთ»,- თქვა იურიკ უნანიანმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 22 მარტს განაცხადა, რომ 23 მარტიდან საქართველოში პირბადეები დაურიგდება 70 წელს გადაცილებულ ყველა პენსიონერს. მან ასევე თქვა, რომ ხანში შესული მოქალაქეების გარდა, უახლოეს დროში უზრუნველყოფენ ჟურნალისტებს და იმ ადამიანებს, ვინც «ფრონტის წინა ხაზზე დგას».
«უპირველეს ყოვლისა, პრიორიტეტულია 70 წელს გადაცილებული მარტოხელა პენსიონერები. ამ კატეგორიისათვის დარიგებას ჩვენ უკვე ორშაბათს დავიწყებთ»,- განაცხადა თურნავამ.