1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1622 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1622 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1637 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი
შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6583 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6490 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0093 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.