ახალქალაქში “მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის” ფილიალი გაიხსნა.

MLAB5

თუ ექიმის კაბინეტიდან საჭირო ანალიზების გრძელი სიით გამოხვედით,ან უბრალოდ პროფილაქტიკისთვის გნებავთ შეამოწმოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შორს წასვლა სულაც არ არის საჭირო , რადგან ახალქალაქში, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის ფილიალია“, სადაც 200-ზე მეტი სახეობის კვლევის ჩატარებას შეძლებთ, ისეთ დარგებში, როგორიცაა : ბაქტერიოლოგია, ბიოქიმია, ჰემატოლოგია, იმუნოლოგია, ციტოლოგია, კუაგულოლოგია, სეროლოგია.

ნიმუშები იგზავნება თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიაში .

ლაბორატორია, საქართველოს 9 ქალაქშია წარმოდგენილი და სარგებლობს სანდოობის მაღალი ხარისხით.
ახალქალაქის ფილიალი 2021 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს იგი სრულად იმეორებს კომპანიის სტანდარტებსა და ღირებულებებს, რომლებიც ეფუძნება პერსონალის პროფესიონალიზმს, მრავალწლიან გამოცდილებას, თანამედროვე აპარატურისა და კვლევის უახლესი მეთოდებს.

mlab1

ლაბორატორია სისტემატიურად იღებს მონაწილეობას როგორც გარე, ასევე შიდა ხარისხის კონტროლის პროგრამაში. ანალიზების სიზუსტის უზრუნველყოფაში გვეხმარება RfB (Referenzinstitut für Bioanalytik), გერმანიაში მოქმედი ბიოანალიზის რეფერალური ინსტიტუიტი.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორიაში“ კოვიდ-19-ის” კვლევის ჩატარებაც შესაძლებელია, PCR მეთოდით და სწრაფი ტესტის მეშვეობით. ასევე შესაძლებელია მისი ანტისხეულების რაოდენობის განსაზღვრაც.

კოვიდ-19-ის PCR ტესტით საზღვრის გადაკვეთის საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორია გასცემს პასუხს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, პაციენტის პერსონალური QR კოდით.

ლაბორატორიაში პერიოდულად მოქმედებს აქციები, სხვადასხვა ჯგუფის ანალიზებზე. მათ შესახებ ინფორმაციის მისაღებად თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს – “მედიქალ ვორლდის ლაბორატორია • Medical World Labotory.

mlab6

mlab2

ვიზიტის დასაჯავშნად, ან კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე : 596191100, ან გვეწვიეთ მისამართზე – ნალბადიანის #46 .

mlAB3
MLAB4

სამუშაო საათებია: ორშაბათი–პარასკევი 10:00–18:00 საათამდე, შაბათი – 10:00-იდან 14:00-მდე.

ლაბორატორიის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს
https://mlab.ge/about-us/about-me/
ან დარეკეთ 596191100