სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 587 შემთხვევა გამოვლინდა, 1 578 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 44 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 308 326 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 267 514 პაციენტი გამოჯანმრთელდა.