სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 096 შემთხვევა გამოვლინდა, 1 258 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 43 პაციენტი, კიდევ რვა პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 18 141 ტესტი ჩატარდა. 28 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 304 546 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 265 936 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 6 232 ადამიანი გარდაიცვალა. 1 288 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.