საქართველოში კორონავირუსის 3 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 627 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 513 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 303, „პისიარ“ ტესტით – 18 210.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,17%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო 7 დღის – 8,87%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 711 255 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 652 505 გამოჯანმრთელდა, 9 961 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 970 109 აცრა, დღიურად აცრილია 4 023.
კარანტინის რეჟიმშია 44, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 330 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 059 პირი.
ამასთან, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 177 პაციენტი, გარდაიცვალა 45.