ენერგოგამანაწილებელი კომპანია “Energo Pro Georgia” გვატყობინებს, რომ მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი, დახარჯული ენერგიის მრიცხველის მონაცემების მიხედვით, ჩვეულებრივად გამოითვლება.
კომპანია “Energo Pro Georgia”-მ Jnews-თან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ დახარჯული ელექტროენერგიის გამოთვლის სისტემაში ცვლილებები არ აღინიშნება, როგორც ყოველთვის, თვის ბოლოს, თანამშრომლები მრიცხველებიდან მაჩვენებლებს ამოიწერენ.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გადასახადის გადავადება, იმ შემთხვევაში თუ აბონენტი გადახდისუნარიანი არ არის, კომპანიის პრეს-სამსახურიდან გვიპასუხეს შემდეგი:
«თუკი ვინმეს არ შეიუძლია გადახდა, მას პრობლემის შესახებ განცახდების დაწერა მოუწევს, მას კომისია განიხილავს, მაგრამ გადაუხდელობის შემთხვევაში შეღავათები არ არის, თუ აქვთ დავალიანება, უნდა გადაიხადონ».
დროული გადაუხდელობის შემთხვევაში აბონენტი ჯარიმდება 2 ლარით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (GNERC) კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების სიტუაციასთან დაკავშირებით ზოგიერთ დებულებაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ახლა კომპანიები კომუნალური გადასახადების მომსახურების აღრიცხვას გასული წლის იმავე თვის მონაცემებით შეძლებენ.