საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 374 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 664 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 614 855 გამოჯანმრთელდა, 9 510 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 914 269 აცრა, დღიურად აცრილია 2 260.
ამასთან, 17 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი, გარდაიცვალა 28.