საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 08:31 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა, მისი სიდიდე 4.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგები ბოლო 24 საათში რამდენჯერმე დაფიქსირდა.