ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 38 უბნის დამუშავებული ოქმებისა და ნინოწმინდაში პროპორციული სიების მიხედვით, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს.
ნინოწმინდაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილე პარტიები:
პარტია “მესამე ძალა – სტრატეგია” – ნომერ 1-ლი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – 183 ხმა (1.69%)
“ევროპული საქართველო” – მე-2 ნომერი – 351 ხმა (3.25%)
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – მე-5 ნომერი – 597 ხმა (5.52%)
“ევროპელი დემოკრატები” – მე-6 ნომერი – 16 ხმა (0.15%)
“პატრიოტთა ალიანსი” – მე-8 ნომერი – 41 ხმა (0.38%)
“შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – მე-10 ნომერი – 15 ხმა (0.14%)
“გახარია – საქართველოსთვის” – ნომერი 25-3 – 523 ხმა (4.84%)
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 41 -ე ნომერი – 9081 ხმა (83.03%).
ამრიგად, 3%-იანი ბარიერი 4 პარტიამ გადალახა: “ევროპული საქართველო”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “გახარია – საქართველოსთვის”, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”.