საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 266 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 047 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 685, „პისიარ“ ტესტით – 15 362.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,84%, ბოლო 14 დღის – 6,04%, ბოლო 7 დღის – 5,65%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 613 012 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 585 071 გამოჯანმრთელდა, 8 946 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 785 862 აცრა, დღიურად აცრილია 10 347.

კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 223 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 734 პირი.

ამასთან, 29 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 914 პაციენტი, გარდაიცვალა 33 პირი.