საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სამცხე-ჯავახეთის ოთხ რეგიონში – ახალციხეში, ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში – თხუთმეტი პოლიტიკური ძალა მიიღებს მონაწილეობას. ამ რეგიონებში პროპორციულ სიებში 1012 კანდიდატიდან მხოლოდ 58 სომეხია. ხოლო მაჟორიტარული სისტემით წარდგენილი 137 კანდიდატიდან 12.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) კანდიდატების რეგისტრაცია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაასრულა. სომეხი ეროვნების წარმომადგენლები დასახელებულნი არიან პარტიებიდან:
ახალციხე
ახალციხეში მაჟორიტარული სისტემით წარდგენილი 56 კანდიდატიდან მხოლოდ 7 სომეხია.
„ევროპული საქართველომ“ (№2) ერთი მაჟორიტარი სომეხი კანდიდატი ახალციხეში, 10 მაჟორიტარულ ოლქში დაასახელა (სომხებით დასახლებული სოფლები: წყალთბილა, დიდი პამაჩი, პატარა პამაჩი, წინუბანი).
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ” (№5) ახალციხეში, მე –3 (ქალაქი ახალციხე), მე –9 (წუღრუტი, სხვილისი), მე –10 (წყალთბილა, დიდი პამაჩი, პატარა პამაჩი, წინუბანი) საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქებში სამი მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობამ“ (№41) ახალციხეში, მე –3 (ქალაქი ახალციხე), მე –9 (წუღრუტი, სხვილისი), მე –10 (წყალთბილა, დიდი პამაჩი, პატარა პამაჩი, წინუბანი) საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქებში 3 მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელა.
ახალციხეში პროპორციული სისტემით წარდგენილი 294 კანდიდატიდან მხოლოდ 25 სომეხია.
“მესამე ძალამ” (№1) პროპორციული სისტემის მიხედვით 26 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის არც ერთი სომეხი.
“ევროპულმა საქართველომ” (№2) პროპორციული სისტემის მიხედვით 30 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის ერთი სომეხია, რომელიც 24 ნომრით იბრძვის. ალბათობა იმისა, რომ ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სომეხი კანდიდატი აირჩევა, პრაქტიკულად ნულის ტოლია.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” (№5) პროპორციულ სიაში 26 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის სამი სომეხი – 20, 21 და 24 ნომრებით.
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა ” (№8) პროპორციული სისტემით 27 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის არც ერთი სომეხი.
“ლელომ” (№9) პროპორციულ სიაში 26 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის ორი სომეხი – 21 და 22 ნომრები.
“შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტულმა
“გიორგი გახარია-საქართველოსთვის” პარტიამ (№25) პროპორციულ სიაში 34 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის ხუთი სომეხი ნომრებით: 3, 9, 10, 13 და 17. არჩევის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
“გირჩმა” (№36) პროპორციული სისტემით 29 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის ორი სომეხი 4 და 25 ნომრებით. შესაძლოა ერთი მათგანი ახალციხის თვითმმართველობაში გამოჩნდეს.
პარტიამ „თავისუფალმა საქართველომ“ ( №37) პროპორციულ სიაში 26 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის მე-10 ნომრით ერთი სომეხი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ახალციხის ადგილობრივ მთავრობაში მოხვდეს.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის” პარტიამ (№41) პროპორციულ სიაში 39 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის ხუთი სომეხი ნომრებით: 11, 16, 23, 31 და 38. ალბათობა, რომ ორი მათგანი ახალციხის თვითმმართველობაში აირჩევა საკმარისად მაღალი.
ადიგენი
ადიგენში მაჟორიტარული სისტემით წარდგენილ 26 კანდიდატს შორის სომეხი არ არის.
პროპორციული სისტემით წარდგენილი 153 კანდიდატიდან მხოლოდ 5 სომეხია.
“ევროპულმა საქართველომ” (№2) პროპორციულ სიაში 25 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის ერთი სომეხი მე-18 ნომრით.
“ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ” (№5) პროპორციულ სიაში 27 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის 23-ე ნომრით ერთი სომეხი. სომეხი კანდიდატის ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოჩენის ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლია.
”დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა ” (№8) პროპორციული სისტემის მიხედვით ადიგენის 24 კანდიდატი წარადგინა, მათ შორის 3 სომეხი მე-9,მე-11 და მე-20 ნომრებით. ალბათობა იმისა, რომ სომხები ადიგენში აირჩევა ძალიან დაბალია.
ასპინძა
ასპინძაში, მმართველი პარტიის “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის” მიერ წარდგენილი 21 მაჟორიტარი კანდიდატიდან (№41), მხოლოდ ერთი სომეხია (ასპინძის მე -10 მაჟორიტარული ოლქი).
პროპორციული სისტემით წარდგენილი 216 კანდიდატიდან 8 სომეხია.
“მესამე ძალამ” (№1) პროპორციული სისტემის მიხედვით 23 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის ორი სომეხი, რომლებიც ნომრებით 2 და 3 იბრძოლებენ.
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” (№8) ასპინძაში 27 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის ერთი სომეხი ა 27-ე ნომრით.
“ლელომ” (№9) პროპორციულ სიაში 20 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის ორი სომეხი მე-8 და მე-14 ნომრებით. ასპინძის თვითმმართველობაში სომეხი კანდიდატების გამოჩენის ალბათობა შედარებით დაბალია.
პარტიამ “გიორგი გახარია – საქართველოსთვის” (№25) პროპორციულ სიაში 28 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის ერთი სომეხი 1-ლი ნომრით; ასპინძის ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოჩენის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
“ქართულმა ოცნებამ-დემოკრატიულმა მოძრაობამ” (№41) პროპორციული სისტემით 32 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის ორი სომეხი მე-11 და 28-ე ნომრებით. ასპინძის თვითმმართველობაში გამოჩენის ალბათობა საკმაოდ დაბალია.
ბორჯომი
ბორჯომში მაჟორიტარულ სიაში 34 კანდიდატიდან 4 სომეხია.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” (№5) ბორჯომში 1 მაჟორიტარი კანდიდატი 8 მაჟორიტარულ ოლქში დაასახელა (ტაბაწყური, მოლითი, ბალანთა, ჩხაროლა).
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” (№8) მაჟორიტარულ სიაში, მე-8 ოლქში 1 კანდიდატი დაასახელა (ტაბაწყური, მოლითი, ბალანთა, ჩხაროლა).
“ქართულმა ოცნებამ-დემოკრატიულმა მოძრაობამ” (№41) მაჟორიტარულ სიაში მე-4 (ციხისჯვარი) და მე-8 (ტაბაწყური, მოლითი, ბალანთა, ჩხაროლა) ოლქებში 2 კანდიდატი დაასახელა.
ბორჯომის პროპორციულ სიაში წარდგენილი 349 კანდიდატიდან მხოლოდ 20 სომეხია.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” (№5) პროპორციულ სიაში 29 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის ორი სომეხი მე-11 და 28-ე ნომრებით.
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი. საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” (№8) პროპორციული სისტემის მიხედვით 26 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის მე-19 ადგილზე ერთი სომეხი. მისთვის თითქმის შეუძლებელია ბორჯომის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოჩენა.
“შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტულმა პარტიამ” (№10) პროპორციული სისტემით 31 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის შვიდი სომეხი ნომრებით: 2, 6, 7, 8, 23, 24 და 31. ორი მათგანის ახალციხის თვითმმართველობაში გამოჩენის შანსი საკმაოდ მაღალია.
“გირჩმა” (№36) პროპორციულ სიაში 25 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის მე-19 ნომრით ერთი სომეხი. ბორჯომის ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოჩენის შანსი პრაქტიკულად ნულია.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობამ” (№41) ბორჯომში პროპორციული სისტემით 37 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის სამი სომეხი ნომრებით: 28, 33 და 35.
“რეფორმატორებმა” ბორჯომში 27 კანდიდატი დაასახელეს, მათ შორის ერთი სომეხი მე-8 ნომრით.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებამ, კანონი და უფლებამ“ (№12) პროპორციული სისტემის მიხედვით 27 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის სამი სომეხი ნომრებით: 13, 14 და 19.
“ევროპელმა დემოკრატებმა” (№6) ბორჯომში პროპორციული სისტემით 22 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის მე-9 ნომრით ერთი სომეხი.
„პირველადი არჩევნების“ პოლიტიკურმა ძალამ (№49) ბორჯომში პროპორციული სისტემით 23 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის მე-5 ნომრით ერთი სომეხი.
პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების პროპორციული სიების შესწავლით, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში გამოჩნდება, მაჟორიტარი კანდიდატების შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სომეხი ეროვნების კანდიდატების რაოდენობა ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში 4-ს არ აღემატება. შესაძლებელია მათგან 3 აირჩეს. შესაძლოა სომხები ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არ წარადგინონ. ხოლო ასპინძასა და ბორჯომში 2 სომეხი 2 წარმომადგენლიდან შესაძლოა 1 სომეხი აირჩეს.