ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთში მომავალი 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ კანდიდატების წარდგენა გაიმართა.
“ევროპული პარტიიდან” კანდიდატების ოფიციალური წარდგენა 20 სექტემბერს, ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართა. ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია, გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე, რეგიონული მდივანი ლაშა დამენია და სხვები.
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ახალქალაქის მერობის კანდიდატად არსენ კარაპეტიანი წარადგინა და ახალციხეში კი ზურა სადათირაშვილი.
პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ კანდიდატების წარდგენისას დამსწრეებს მიმართა. ხაზი ქვეყნის პროდასავლური ღირებულებებს გაუსვა და მის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ისინი იმ ერთადერთ ძალას წარმოადგენენ, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოიყვანა შეუძლია.
”გვსურს ტენდენციები აღმოვფხვრათ. პატრიოტის სახელი იმ პუტინის აგრესორებმა შელახესის, რომელნიც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება. ეს იმაზე დამანგრეველი და საშიშია, ვიდრე რუსეთის გავლენის უშუალო გაძლიერება. ივანიშვილის რეჟიმი ჩვენი საზოგადოების საფუძვლებს არყევს, ცდილობს ხალხის რწმენა ქვეყნისა და პოლიტიკისადმი გაანადგუროს. ზოგერთ რაიონში არასწორი ტრადიციების გამო რეჟიმი ძალადობას იყენებს. სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი მათგანია”,-განაცხადა გიგა ბოკერიამ, პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერმა.
ახალქალაქში, მერობის კანდიდატმა არსენ კარაპეტიანმა, დამსწრეებს მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.
”ახლა ამ არჩევნებში მთავარი ჰადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც რეფერენდუმად გადაიქცევა: შევუერთდეთ ამ ბრძოლას, ვიბრძოლოთ ბოლომდე და რეჟიმი დავამხოთ. რეჟიმი, რომელიც კლავს; ძალადობა, რომელიც შეცდომებს იწვევს; რეჟიმი, სადაც სიტყვებს წონა არ აქვს. გამარჯვების შემდეგ ყველამ ერთად ის ევროპული საქართველო უნდა შევქმნათ, რომელზეც ვოცნებობთ. გმადლობთ ყველას, რომ შექმენით დაპირისპირების უპრეცედენტო ხანა. გმადლობთ, პრინციპებზე უარი არ თქვით. ხანგრძლივი ბრძოლის არ გვეშინია და ვაჩვენოთ, რომ ერთიანობას თავისი ფასი აქვს”, – განაცხადა არსენ კარაპეტიანმა.
პარტიის გენერალური მდივნის აკაკი ბობოხიძის თქმით, მათი პარტია ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებას უზრუნველყოფს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ ვადამდელი არჩევნები სჭირდება.
“ქართულმა ოცნებამ” არჩევნების ფალსიფიცირება მოახდინა, შეეცდება ეს არჩევნებიც გააყალბოს. როგორც შიდა, ასევე გარე ძალებით უნდა მოვბილიზდეთ, რათა „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ თვითნებობას წინააღმდეგობა გავუწიოთ და აღვკვეთოთ იგი “, – განმარტა გენერალურმა მდივალმა მის გამოსვლაში.