საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 243 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 096 ტესტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7,06%, ბოლო 7 დღის – 6,65%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 598 396 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 565 773 გამოჯანმრთელდა, 8 621 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 671 295 აცრა.
ამასთან, 20 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 534 პაციენტი, გარდაიცვალა 34 ადამიანი.