სოფელ მერენიას “კორაწჟამისა” (დანგრეული ეკლესია/ოფიც. ხიდიჯვარი) და წმინდა გორას ისტორია, სოფლის მოსახლეობის აზრი და საკურთხევლების თავისებურებანი:

სოფელი მერენია ახალქალაქიდან 22 კმ მანძილზე მდებარეობს. მოსახლეობის თქმით სოფელი დაახლოებით 300 წლის წინ დაარსდა. ნებისმიერი სომხური სოფლის მსგავსად, მერენიასშიც მრავლადაა მონასტრები და საკურთხევლები.

მონასტერი “დანგრეული ეკლესია”

korac jam

მონასტერი წითელი ქვითაა ნაშენი. შესასვლელი დასავლეთით აქვს. კარი თაღოვანია, სამხრეთ კედელზე დიდი და გრძელი სარკმელია, აღმოსავლეთ კედლის ძირში კი ბაზალტის ქვის ჯვარი. მონასტრის ირგვლივ ძველი სასაფლაოა, სადაც ცხენისა და ვერძის საფლავის ქვებია შემორჩენილი.

2018 წლის მაისში მონასტერს საქართველოს კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მონასტერს რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა. მაისში საქართველოს კულტურული ძეგლის სტატუსი მიიღო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მონასტერს “ხიდიჯვარი” ჰქვია. ადგილობრივები მას “კორაწჟამს” უწოდებენ. მოსასტერი მე-10 საუკუნშეი აიგო.

მერენიას ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული.

“კორაწჟამი” სოფელ მერენიას მკვიდრთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სალოცავია, სადაც მომლოცველების ნახვა ყოველ შაბათ-კვირას შეიძლება. მერენიაში 4 სამლოცველოა, მათგან უძველესი “კორაწჟამია”.

”ადაიანები სხვადასხვა სოფლებიდან სამხთოს გასაკეთებლად ჩამოდიან. ჩვეულებრივ, აღდგომის დღესასწაულებზე გვსტუმრობენ, ხალხი მეზობელი სოფლებიდანაც მოდის. დიდი რწმენის ხალხი სტუმრობს ჩვენს “კორაწჟამს”,” – ჰყვება ქალბატონი გოჰარი.

პოეტი გევორგ ჰაიასანი იხსენებს, რომ ბავშვობაში დედასთან ერთად ხშირად მოდიოდა ამ მონასტერში.

”სავარაუდოდ, აქ სამლოცველო იყო. “კორაწჟამის” ნანგრევებიც მინახავს. მე და დედა სანთლების დასანთებად ხშირად მოვდიოდით. მონასტრის სახელი ზუსტად მისი დანგრეული მდგომარეობიდან მომდინარეობს”, – იხსენებს გევორგ ჰაიასანი.

ekexeci

სოფელ მერენიაში ამტკიცებენ, რომ სამლოცველო სომხურია 

2000-იანი წლების დასაწყისში ეკლესია ქველმოქმედმა გაგიკ ასლანიანმა აღადგინა, ხოლო ნანგრევებზე სოფელ მერენიას მკვიდრებმა იზრუნეს.

ეკლესიის სამხრეთ ნაწილში სასაფლაოები და სახლების ნანგრევებია, რომელთაგან ზოგი დღემდე შემორჩა. ვერძის ფორმის ქვები -“ხოჩ კარ” ეკლესიის სიძველეზე მოწმობს.

xoch qar

დიდი “ხოჩ კარი” ეკლესიის რესტავრაციის დროს აღმოაჩინეს, ხოლო პატარა – სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა სიზმარში ნახა, შემდეგ მოვიდა და მიწიდან ამოთხარა

ვალოდია განდოიანის თქმით, სოფლის მკვიდრს ნინელ განდოიანს დაესიზმრა სიზმარი, რომელშიც ვერძის ფორმის ქვა ეუბნებოდა: “მოდი და ამომთხარე”. დილით ნინელი იმ ადგილას მივიდა და მიწიდან პატარა “ხოჩ კარი” ამოიტანა.

მონასტრის დანგრევის მიზეზი უცნობია. არსებობს ორი ვერსია, რომლის მიხედვითაც ან თურქებმა გაანადგურეს ან კომუნისტებმა.

წმინდა გორა

სოფელ მერენიას სიმბოლოები “კორაწჟამი” და სოფლის ერთ-ერთი ამაღლებული ადგილია – მას მერენიის მცხოვრებლები სურბ ბარძუნკს ან სურბ ხაჩს უწოდებენ, რადგან გორაზე ჯვარია აღმართული.

სოფელ მერენიას უმაღლესი სალოცავი სოფლიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და უნიკალური ისტორია აქვს.

241971588_533002211131177_1528364213006484907_n

სოფლის მცხოვრებლების თქმით, შეყვარებულ წყვილს მრავალი წლის განმავლობაში არ ჰყავდა შვილი. ერთ დღეს მეუღლმ სიზმარი ნახა, სადაც თეთრჩაცმულმა ქალმა უთხრა გორაზე ჯვარი დაედგა და შვილიც ეყოლებოდა. სიზმრის ნახვისთანავე, ქმარმა დიდ ჯვარი უყოყმანოდ აღმარტა ქვაზე, ერთ წელზე ნაკლებ დროში წყვილს შვილი შეეძინა.

სოფლელები ამ ჯვართან დიდი რწმენით ლოცულობენ. სანთელს ანთებენ, რათა მათი ყველაზე სანუკვარი მიზნები და ოცნებები ახდეს.