ვაჩიანი-ოკამის გზის 3800 მეტრის მონაკვეთს ასფალტირებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტი გაუკეთებს. სამუშაოები ვაჩიანი-ოკამის მიმართულებით II და III ეტაპის ფარგლებში ხორციელდება.
კონკურსი სამუშაოების შესრულებაზე მუნიციპალიტეტმა 17 მარტს გამოაცხადა. განაცხადის მიღების ვადა 30 მარტს იწურება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გამოყოფილი თანხა 1 695 932 ლარს შეადგენს. თანხის 5%-ს აფინანსებს ადგილობრივი ბიუჯეტი, დანარჩენ 95%-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება დაფინანსებული. გზა 3800 მეტრის სიგრძეზე იქნება ასფალტირებული.