სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 577 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 16-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
12 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 9 848-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 249 146 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 233 105 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 018 ადამიანი გარდაიცვალა.