საქართველო ხვალიდან, საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.
„დღეისთვის საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 43 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. აქედან ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი – საყურადღებო, მძიმე მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია მათი ასაკიდან და ქრონიკული დაავადებებიდან. დანარჩენ შემთხვევაში გვაქვს სტაბილური ვითარება. ექიმები მუშაობენ შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ, რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, ხვალიდან, სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და მხოლოდ ის ავიარეისები განხორციელდება, რომლებიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ, მთავრობასთან კოორდინაციით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.