ლარსის, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო- გამშვებ პუნქტებთან დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყობა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო მიიღეს.
„ამ რეალობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებთან სიახლოვეს, ლარსზე, წითელ ხიდზე და სარფის სიახლოვეს დამატებითი საკარანტინო შესაძლებლობები მოეწყობა, რაც საშუალებას მოგვცემს, უკეთესად ვმართოთ პროცესები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსულ ყველა მოქალაქეს საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.