ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიას მცხოვრებლები უკვე მრავალი წელია იბრძვიან იმისთვის, რომ სასმელი წყალი ჰქონდეთ. საქმე იმაშია, რომ სასმელ წყალს ზოგიერთი თანასოფლელი ნათესების მოსარწყავად იყენებს, რის გამოც წყალი ყველას აღარ ჰყოფნის.
სოფელ ხორენიას წყლით მომარაგებაზე სახელმწიფომ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. წყლის სათაო ნაგებობა სოფელ აბულში მდებარეობს, მოსახლეობა წყალს 26 კმ-ის სიგრძის მილსადენით იღებს, ამიტომ ხორენიას მცხოვრებლები სასმელ წყალს “აბულის წყალს” ეძახიან.
სოფელ ხორენიაში ათწლეულების განმავლობაში არ იყო სასმელი წყალი. ერთადერთი დამაიმედებელი საშუალება იყო ჭა და ერთადერთი წყარო, რომელიც სოფლის თავში მდებარეობს. ხშირად წყალდიდობის, თუ კოკისპირული წვიმების გამო ის მდინარის წყალში ერევა და ამის გამო იმღვრევა. წყალსადენის მშენებლობამდე მოსახლეობა ამ წყაროთი სარგებლობდა. ისინი, ვინც ახლოს ცხოვრობდა, სათლებით ეზიდებოდნენ წყალს სახლში, შორს მაცხოვრებლებს კი სახედრებით მიჰქონდათ. ბევრი მათგანი საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის ჭის წყალს იყენებდა. არტეზიული ჭაბურღილები ძვირადღირებული სიამოვნება იყო ზემოთ მცხოვრებთათვის. გარდა იმისა, რომ ძვირი იყო, არც თუ გამოსადეგარი. არტეზიული ჭა რომ ჰქონოდათ, სოფლის მოსახლეობამ ბევრი ფული დახარჯა. სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის დახმარებით ჭა ათეულობით მეტრის სიღრმეზე ამოთხარეს.
ამ მიზეზით სოფლის მოსახლეობა წლობით სთხოვდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია წყლის პრობლემის მოგვარებას. ბოლოს და ბოლოს, სხვადასხვა ვიდეომასალის გამოქვეყნების შედეგად, სოფლის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, შესაძლებელი გახდა ამ პრობლემის მოგვარება და სოფლის წყლით უზრუნველყოფა.
როგორც სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს, 5 წლის წინ, ჭის ამოსათხრელად 7 000 ლარის კრედიტი აიღო და ბანკში საკუთარი სახლი ჩადო.
„არაერთხელ მივმართეთ ხელმძღვანელობას, არაერთხელ შევიტანეთ განცხადება რაიონის გამგეობაში, მაგრამ ან უპასუხოდ გვტოვებდნენ, ან ამბობდნენ, რომ საკითხი განხილვის პროცესშია. არ გვჯეროდა, რომ წყალი ოდესმე გვექნებოდა. ამიტომ ავიღე სესხი, რადგან ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობდა საიმისოდ, რომ წყალი სათლებით და ვირით მეზიდა. დიდი ძალისხმევის წყალობით 46 მეტრის სიღრმეზე ჭა ამოვთხარეთ, წყალი მივიღეთ და რამდენიმე წლის შემდეგ “აბულის წყალი” მოვიდა, რომელიც სოფლის მცხოვრებთათვის ნამდვილი ხსნა იყო”, – ამბობს სოფელ ხორენიას ერთ-ერთი მცხოვრები.
იქვე დასძენს, რომ ჭაბურღილიდან წყლის ამოღება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული – ელექტროენერგია, სპეციალური წყალქვეშა ტუმბოები, რომლებსაც ხშირად ცვლიდნენ, რადგან სწრაფად ფუჭდებოდა, შემდეგ კი ჭაბურღილიდან წყალი სასმელად უვარგისი ხდებოდა.
“მტკივნეული დღეები გვქონდა, გარდა იმისა, რომ ჩვენ თვითონ არ გვქონდა სასმელი წყალი, ზამთრის ცივ თვეებში კიდევ ერთი საკითხი წამოიჭრა – პირუტყვის მოსავლელად საჭირო წყლის პრობლემა. ზამთარში საქონელი გაყინულ ნაპირთან მიგვყავდა, რათა წყალი დაელიათ”, – დასძენს სხვა სოფლის მცხოვრები.
სოფელი ხორენია ამჟამად წყლით არის უზრუნველყოფილი, მაგრამ სოფელში წყლის პრობლემა კვლავ აქტუალურია.
საქმე იმაშია, რომ ბევრი მცხოვრები სასმელ წყალს სახლთან არსებული მიწის ნაკვეთების მოსარწყავად იყენებს. ამის გამო, თანასოფლელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, საქმე ახალქალაქის მერიამდეც მივიდა.
“ისე მოხდა, რომ ჩვენ კვირაობით არ გვქონდა სასმელი წყალი”, – ამბობს სოფელ ხორენიას მცხოვრები.
მერიამ გადაწყვიტა სოფლის მოსახლეობა გაეფრთხილებინა, რათა სასმელი წყლის არაგონივრული მოხმარების გამო, სადამსჯელო ზომებს გამოიყენებენ, ძირითადად ჯარიმის დაკისრებას.
არმინე ასატრიანი