სამცხე–ჯავახეთის ოლქის მთავარ პროკურორად დავით ძნელაშვილი დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე მალხაზ გეწაძე შეცვალა.

იგი უფლება მოსილების შესრულებას 25 აგვისტოდან შეუდგა. ძნელაშვილს მანამდე დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორის მოადგილის პოსტი ეკავა.