რა გააკეთოს სოფლელმა, თუ მინდვრებში ბალახი არ არის, ხოლო არსებული თივა იმდენად ძვირია, რომ ადამიანებს პირუტყვის გაყიდვა უწევთ.
ახალქალაქიდან 22 კმ -ის დაშორებით არის სოფელი მერენია. აქ მოსახლეობის 90% მეცხოველეობით არის დაკავებული.
ახლა ჯავახეთში თივის წარმოების აქტიური დროა. მერინიაში ჩივიან, რადგან წელი არახელსაყრელი აღმოჩნდა.
”წელს ძალიან ცოტა ბალახია, ჩვენ არ ველოდით, რომ ასე იქნებოდა. ასეთი მშრალი ამინდი ბოლო წლებში არ ყოფილა. მთელი ჩვენი იმედი მინდვრებზე იყო, გვეგონა, რომ შევძლებდით საკმარისი ბალახის მოთიბვა, მაგრამ სიმშრალემ თავისი შავი საქმე გააკეთა”, – ამბობს სოფლის მკვიდრი მჰერ განდოიანი.
მას ხუთი ძროხა ჰყავს, მაგრამ არ აქვს საკმარისი თივა.
„წელს თივას ძალიან მაღალი ფასი აქვს. თივის ერთი პრესი 10 -დან 12 ლარამდე ღირს. მე არ მაქვს ამდენი ფული თივის საყიდლად, ამიტომ უკვე ვფიქრობ ძროხების გაყიდვაზე”, – თქვა მან.
შარშანდელთან შედარებით წელს ბალახის ფასი დაახლოებით 2-4 ლარით გაიზარდა, ხოლო თივის ნაკლებობა იწვევს ცხოველების რაოდენობის შემცირებას.
მერენიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ცხოველების გაყიდვა არ არის ადვილი ამოცანა, მათ კვირაობით უნდა დაელოდონ მყიდველს, რომელიც ასევე ძროხებს აფასებს ბევრად უფრო ნაკლებად, ვიდრე მათი რეალური ღირებულებაა.
„რაც სოფლელს აქვს, არ აფასებენ. მყიდველი წყვეტს ჩვენი პროდუქტის ფასს, მოგწონთ ეს თუ არა, მაგრამ ზუსტად იმდენს იხდიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოფლის მცხოვრებს სხვა არჩევანი არ აქვს“, – ამატებს სოფელ მერენიას სხვა მკვიდრი.
საქმე იმაშია, რომ მყიდველები ძროხას აფასებენ 1200 -დან მაქსიმუმ 1500 ლარამდე. სოფელში დაახლოებით 300 ძროხაა.
”მყიდველები არ იხდიან გონივრულ ფასს. მე პრობლემის წინაშე ვდგავარ, ჯერ ვერ მოვახერხე საკმარისი ბალახის დათესვა, სოფლებისთვის გამოყოფილ მინდვრებში არ არის ბალახი, სათიბისთვის სხვა საძოვრები უნდა მოვძებნო. თუ ვერ შევძლებ ბალახის მოთიბვას, მომიწევს ძროხების გაყიდვა”, – ამბობს სამსონ განდოიანი, სოფელ მერენიას მკვიდრი.
გოჰარ განდოიან