საქართველოში კორონავირუსის 3 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 103 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 74 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 162 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 129, „პისიარ“ ტესტით – 22 033.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,45 %, ბოლო 14 დღის – 9,99 %, ბოლო შვიდი დღის – 9,36%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 553 697 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 497 517 გამოჯანმრთელდა, 7 482 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 1 210 746 ადამიანი, დღიურად აცრილია 26 201.
კარანტინის რეჟიმშია 111, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 393 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 454 პირი.
გუშინ, 31 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 778 შემთხვევა გამოვლინდა, 4 753 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 79 კი გარდაიცვალა.