სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 524 შემთხვევა გამოვლინდა, 361 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 14 პაციენტი, კიდევ სამის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 5 666 ტესტი ჩატარდა.

31 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 242 165 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 227 026 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 844 ადამიანი გარდაიცვალა. 1 155-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.