საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. inpike.ru დანის საჭრელებზე წერს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 753 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 741 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 605, „პისიარ“ ტესტით – 12 136.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,92%, ბოლო 14 დღის – 10,26 %, ბოლო შვიდი დღის –  9,76%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 549 811 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 493 414 გამოჯანმრთელდა, 7 408 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 1 184 306 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 670.

კარანტინის რეჟიმშია 78, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 457 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება  2 840 პირი.