ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 245 630-მდე, გამოჯანმრთელებულთა – 88 437-მდე გაიზარდა, ფატალური შემთხვევების რიცხვი კი 10 000-ს აჭარბებს.
ამჟამად ვირუსით 147 145 პაციენტია დაინფიცირებული, აქედან 95 პროცენტის (139 767) ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, პაციენტების 5 პროცენტი (7 378) კი – მძიმე, ან კრიტიკულ მდგომარეობაშია.