მიმდინარე წელს ხელისუფლება გეგმავს ნინოწმინდის პარკის რეაბილიტაციას, რომელიც TI -ის (საერთაშორისო გამჭვირვალობა) გამოძიების საგანი გახდა. თუმცა, ღია მონაცემთა ბაზის საფუძველზე ირკვევა, რომ პარკის მიწის ტერიტორიის ნაწილი ჯერ კიდევ კერძო საკუთრებაა.

Park 3

ნინოწმინდის პარკი კარგად არის “დაცული” ადგილობრივი მცხოვრებლების მზერისგან – გალავანი, რომელიც პარკს გარს აკრავს, დიდი ხანია სარეაბილიტაციოა. პარკს აქვს ორი შესასვლელი, ერთ მხარეს ბალახი მუხლამდე გაიზარდა, არის ძველი რკინის ფანჩატური, რომელიც დაშლილი და სკამის ფეხებია დარჩენილი. ეს არის სიტუაცია სამივე ფანჩატურთან დაკავშირებით. მეორე მხარეს არის დაჟანგული რკინის კარუსელები და სათამაშო მოედანი. ზოგადად, პარკი წააგავს საბჭოთა კავშირის დროინდელ გაყინულ კადრს. ასევე არის დიდი სამამულო ომის ძეგლი. ცოტა მოშორებით არის შადრევანი, რომლის უკან არის დიდი მაღაზია. პარკის ტერიტორია ვიზუალურად ბევრად აღემატება ახალქალაქის ე.წ “ხას ბახჩას” პარკს.

 

park 2

kacheli 2

ოფიციალურად, პარკის ტერიტორია მოიცავს 20,000 კვადრატულ მეტრს. ღია წყაროების თანახმად, ამ 20,000 -დან ნინოწმინდის მერიას 16,907 კვადრატული მეტრი აქვს რეგისტრირებული, ხოლო დანარჩენი ნაწილდება კერძო მესაკუთრეებს შორის. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარკს – “ჰაოსი და ქართლოსი” და ნინოწმინდის “მიტოვებულ” პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ჩნდება კითხვა, რეაბილიტაცია ჩატარდება პარკის მთელს ტერიტორიაზე, კერძო პირების მიერ პრივატიზებულ მიწასთან ერთად, თუ მხოლოდ ის ნაწილი გარემონტდება, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფო, ან მუნიციპალური საკუთრებაა?

“პარკის საკითხი, პირველ ეტაპზე დასრულებულია, 20-ში ტენდერის მეორე ეტაპი გამოცხადდება. არის ნათელი პროექტი, ვნახოთ რა იქნება. რაც შეეხება პარკისთვის მიწის დაბრუნებას, მივმართეთ რეესტრს, ასე ვთქვათ, თუ დააბრუნებენ ტერიტორიას სახელმწიფო საკუთრებაში, ის არ დაბრუნდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. რაც შეეხება რეაბილიტაციას, ის ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით და სწორედ სახელმწიფო აცხადებს ტენდერს, რეაბილიტაცია განხორციელდება, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ზედამხედველობით“, – ამბობს ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანი.

 

fontan

kacheli

karusel 3

ამგვარად, სახელმწიფო მონაცემთა ღია ბაზების საფუძველზე, პრივატიზებული მიწის ნაწილი დაუბრუნდა სახელმწიფოს. მიწის ერთ-ერთი დამბრუნებელია ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარდანიანი, რომელმაც 2015 წლის ნოემბერში პრივატიზებული 100 კვ/მ-ის ფართი დაუბრუნა სახელმწიფოს.

”რა თქმა უნდა, მე დავთმე ეს მიწა. უარი ვთქვი, რადგან არ მჭირდებოდა. ეს მიწა არ არის ჩემი, ის მხოლოდ ჩემთვის იყო გაფორმებული. ეს იყო ჩემი შეცდომა. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მოწმის სტატუსით დამიბარეს. მე არ ვიყავი ბრალდებული. ეს ყველაფერი გააკეთა გაგიკ კარსლიანმა. როდესაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მე დავაბრუნე მიწა, მაგრამ იმის გამო, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ქონება დააყადაღეს, მაშინ უარი ვერ ვთქვი, მაგრამ ახლა მათ ნებართვა მისცეს და მე უარი ვთქვი”, – ამბობს კონსტანტინე ვარდანიანი.

სახელმწიფო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული ყველაზე დიდი მიწის ნაკვეთი – 1650 კვ / მ, რომელიც ზურაბ მგდესიანს ეკუთვნის 2018 წლის თებერვლიდან.

სახელმწიფო რეესტრმა პარკის მიწის კიდევ სხვა მფლობელს, თაგუი ვართანიანსაც შესთავაზა  მიწის დათმობა, ეს პროცესი გრძელდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ სასოფლო -სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, რომლის საერთო მოცულობაა 300 კვ/მ-ს შეადგენს. ეს ნაკვეთი მისი სახელით  2014 წელს დარეგისტრირდა.

“მე უარს არ ვამბობ ჩემს მიწაზე. ის მე კანონიერად მივიღე. ამ მიწის გამო, ჩემს წინააღმდეგ 2018 წელს სარჩელი შეიტანეს, დავიქირავე ადვოკატი. ჩემი საქმე დაიხურა. რადგან ყველა დოკუმენტაცია წესრიგში მქონდა. ეს მიწა 1992 წელს მივიღე. თუ პირმა უარი უნდა თქვას ქონებაზე, მაშინ ხელი უნდა მოეწეროს რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს. არის სხვა ვარიანტიც. მრავალფეროვანი. დავუშვათ, თუ ეს საერთო მიზნისთვის არის, გამოდის, რომ ჩემი ქონების დათმობის მიზნით, მე უნდა მივიღო მისი ექვივალენტი მიწის ნაკვეთი სხვაგან. რა თქმა უნდა, უნდა იყოს კომპენსაცია, თუკი ჩემი ქონების დათმობა მომიწევს. მაგრამ მე არ მიმიღია რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, არც უარზე მომიწერია ხელი და არც სხვა არაფერი” , – ამბობს თაგუი ვართანიანი.

 

magazin

mudor

პარკის მიწაზე უარი არ უთქვამს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის მეუღლე,  დეხცანიკ კარსლიანსაც. 2013 წელს მას 100კვ/მ ფართობის მიწა დედამთილმა და გაგიკ კარსლიანის დედამ, რეპსიკ კარსლიანმა. თუმცა, როგორც ნინოწმინდის ყოფილი მერი ირწმუნება, პარკის ტერიტორიაზე არანაირი მიწის ნაკვეთი არ აქვს არც მას და არც მის მეუღლეს.

“რომელი პარკი? რა საერთო აქვს ჩემი მეუღლის სახელზე გაფორმებულ მიწას პარკთან? დავუშვათ, ასე წერია დოკუმენტში, ვიღაც სულელმა სისულელე დაწერა. ეს მიწა პარკთან დაკავშირებული არ არის, ის პარკის გარეთ მდებარეობს. პარკის შიგნით არც მე და, არც ჩემს მეუღლეს, არც ერთი სანტიმეტრი მიწა არ გვაქვს”, – ამბობს გაგიკ კარსლიანი.

პარკის გაყოფის კიდევ ერთი მონაწილე ასევე, არის დაკავშირებული ქალაქის მერის, გაგიკ კარსლიანის სახელთან – საუბარია 370კვ/მ ფართობის მიწაზე, რომელიც ადამ გიულასარიანმა (გაგიკ კარსლიანის ნათესავი) ასმიკ იორდანიანისგან შეიძინა.

კიდევ 250 კვ/მ მეტრის ფართობი ეკუთვნის ენზელ მკოიანის კომპანია “მეეკის” დირექტორ პეტროს ნანიანს. მიწის ნაკვეთი 2015 წელს დაარეგისტრირა. 2015 წლის დეკემბრიდან ნინოწმინდის პარკის 70კვ/მ ფართობის მიწა რაფიკ შაგიანს ეკუთვნის, რომელიც არის “ტაფარვანის” აქციების 50%-ის მფლობელი და კომპანიის დირექტორი. ის ჯერ კიდევ ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა.

pamyatnik

park 4

როგორ წარიმართება ნინოწმინდის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესი,  JNEWS-ი ინფორმაციას შემდგომ მასალებში მოგაწვდით.