22 აგვისტოს, ნინოწმინდის COVID კლინიკაში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. სამი მძიმე მდგომარეობაშია, ერთი მათგანი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული.
სპინძელი, 65 წლის პაციენტი სასწრაფოს დახმარების მოლოდინში გარდაიცვალა.
”პაციენტი ასპინძიდან იყო. ჰქონდა დიაბეტი. ყველაფერს მიოკარდიუმის ინფარქტიც დაემატა. სასწრაფო დახმარებას დავურეკეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლამდე გარდაიცვალა. ვაქცინირებული იყო თუ არა, არ ვიცი. ამ დროისთვის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 მძიმე პაციენტია. ერთი მათგანი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული,” – განმარტავს ნატო ირიმაძე, ნინოწმინდის COVID კლინიკის მენეჯერი.
ამ დროისთვის ნინოწმინდის COVID კლინიკაში 23 პაციენტი კორონავირუსზე მკურნალობს. პაციენტები არა მარტო ნინოწმინდადან, არამედ ბორჯომიდან, ასპინძიდან, ახალქალაქიდან და წალკიდანაც არიან.
ნატო ირემაძის თქმით, პაციენტებისთვის საკმარისი მედიკამენტები და ადგილები აქვთ, საავადმყოფო კორონავირუსით დაავადებულ კიდევ 30 პაციენტს მიიღებს.
გაითვალისწინეთ, რომ ქალაქ ნინოწმინდის კლინიკა გასული წლის ნოემბრიდან დროებით ინფექციურ საავადმყოფოდ, COVID-19 და პნევმონიით დაავადებულთათვის, გადაკეთდა, ვინაიდან საკმარისი ადგილები ქვეყნის სხვა კოვიდ კლინიკებში არ იყო.