ახალქალაქში, თბილისი ქუჩაზე კანალიზაციის წყალი ივლისიდან მოყოლებული მიედინება, მთელი გზა დატბორილია. საქმე იმაშია, რომ ასფალტის აყრისას მილი დაზიანდა. პრობლემ მოგვარდა, მაგრამ ახლა მილი ჭის ლუქის დონემდეა ამოწეული, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.

თბილისის ქუჩაზე მოძრაობა ისედაც რთული იყო, ასფალტის საფარი აყრილია და გზა უსწორმასწოროა. ყველაფერ ამას კიდევ მილი დაემატა, რომელიც პირდაპირ ლუქის პირზეა.

როგორც JNEWS -ს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის ცერვის-ცენტრის დირექტორმა, გიორგი ვახტანგიშვილმა განუცხადა, საკითხი მოგვარდება, როგორც კი ლუქის სახურავს მიიღებენ.

“იქ, აუცილებელია სახურავის დამონტაჟება. მივიღეთ სახურავი, რომელიც ცენტრალურ პარკთან ახლოს ქუჩაზე არსებულ ჭაზე დავამონტაჟეთ. ახლა 10 დღის განმავლობაში ველოდებით ბევრი ახალი სახურავის მიღებას. ეს ლუქი ასევე დაიხურება”, – განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა.

ახალქალაქის ნებისმიერ ქუჩაზე არის სახურავებთან დაკავშირებული პრობლემა: ნაწილი დაზიანებულია, სხვები ღიაა, რაც გადაადგილებას აფერხებს.

აღსანიშნავია, რომ საკანალიზაციო ლუქების პრობლემა ახალქალაქში ყოველთვის აქტუალურია.

 

pos

კანალიზაცია გზაზე, თბილისის ქუჩაზე ასფალტმა ვერ გაძლო 

ახალქალაქის ქუჩებში მესამე დღეა წყალი მიედინება