17 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 831 815 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 245 207 ადამიანი.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 16 აგვისტოს 25 083 პირი აიცრა.

რაც შეეხება აცრის სტატისტიკას რეგიონების მიხედვით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით, თბილისში ჩატარდა 7,461 აცრა, აჭარაში – 2,521, იმერეთში -1,803, შიდა ქართლში – 591, ქვემო ქართლში – 327, გურიაში აიცრა 164 პირი, სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარდა 1,173 აცრა, მცხეთა-მთიანეთში აიცრა – 279, კახეთში – 290, სამცხე-ჯავახეთში – 175.