საქართველოში რამდენიმე წუთის შუალედით ორი მიწისძვრა დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ორივე შემთხვევაში ეპიცენტრი სოფელ სამებასთან, ნინოწმინდიდან 24 კილომეტრში იყო.
05:44 საათზე დაფიქსირებული ბიძგების სიძლიერემ 5.1 მაგნიტუდა, ხოლო 05:51 საათზე 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.
რამდენიმე საათით ადრე საქართველოში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა, რომელთა ეპიცენტრი ასევე სოფელ სამებასთან იყო. 23:42 საათზე დაფიქსირებული ბიძგების სიძლიერე 3.7 მაგნიტუდა, ხოლო 03:19 საათზე 4.1 მაგნიტუდა იყო.