სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 216 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ათით გაიზარდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
15 აგვისტოს მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 6 115 შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 234 558 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 222 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სომხეთში კორონავირუსით სულ 4 695 ადამიანი გარდაიცვალა.