19 მარტს, სომხეთში ტესტირების შედეგად, კორონავირუსის კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 122 შეადგენს. მათ შორის არის პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაიწერა.

ჯანდაცვის მინისტრი არსენ თოროსიანი მის Facebook გვერდზე წერს, რომ 122 შემთხვევიდან ერთი «დაუფიქსირდა ექთანს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში მის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა».

«ის სასწრაფოდ იქნა ჰოსპიტალიზირებული, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ფილტვების ანთება არ აღენიშნება. ვუსურვებ ჯანმრთელობას»,- დაწერა მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს იმფორმაციას მასზედ, რომ 99 დარეგისტრირებული შემთხვევა «ურთიერთკავშირშია ორი საწყისი დაავადების შემთხვევასთან».

საუბარია დაავადების ორ წყაროზე- ეჩმიაძინსა და სამეწარმეო ქარხანაზე. ეჩმიაძინში კორონავირუსი გაავრცელა ქალბატონმა, რომელიც დაბრუნდა იტალიიდან და მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა თვითიზოლირებაზე უარი თქვა. რაც შეეხება სამეწარმეო ქარხანას, რომელიც შენგავიტში მდებარეობს, გარკვეული ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა. ქარხანას კავშირი აქვს იტალიასთან, ჩამოსული იყო იტალიელი ინსტრუქტორი, რომელიც სიცხის დამწევ საშუალებებს იყენებდა და ჯანმრთელობის მდგომარეობას მალავდა, რის შემდეგაც გაემგზავრა სომხეთიდან.

ჯანდაცვის სამინისტრო ასევე წერს, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

16 მარტიდან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებულია საგანგებო ვითარება, რომელიც სომხეთში, 2020 წლის 14 აპრილამდე გაგრძელდება.

შემოღებულია რიგი შეზღუდვები, მათ შორის ქვეყნიდან გასვლა. ეკლესიებსა და ტაძრებში წირვები შეწყდა.

აკრძალვები:

1.ყველა სასწავლო დაწესებულებაში გადაიდო მეცადინეობები, მათ შორის სპორტული, მუსიკალური სკოლები და საბავშვო ბაღები.

2.აკრძალულია კაფეებისა და რესტორნების, ასევე სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება.

3.აკრძალულია მიტინგები, მასიური შეკრებები და გაფიცვები.

4.აკრძალულია საჯარო ღონისძიებების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება.

5.აკრძალულია 20 ადამიანზე მეტის მონაწილეობით ღონისძიების ჩატარება, მათ შორის საეკლესიო რიტუალები, კონცერტები, გამოფენები, ფესტივალები, საზეიმო ღონისძიებები. იუბილეს, ქორწილისა და დაკრძალვის ღონისძიება სადაც 20 ადამიანზე მეტი მონაწილეობს, შესაძლებელია მხოლოდ იმ ადგილებში თუ პასუხიმგებელი პირი (კომენდანტი) დართავს ამის უფლებას.

6.ასევე აკრძალულია ამანათის გაგზავნა სამხედრო ნაწილებსა და საპატიმროებში.

7.პირველადი დახმარების ნივთების ექსპორტი ხორციელდება ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ. ყველა პარტიის ექსპორტს ესაჭიროება ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს დამატებითი თანხმობა.

8.უცხოელები, რომლებიც ჩამოდიან იმ ქვეყნებიდან, სადაც გავრცელებულია კორონავირუსი, სომხეთში ვერ ჩამოვლენ.

9.სომხეთის მოქალაქეები ქვეყანას ხმელეთით ვერ დატოვენ.

თუმცა სამშობლოში დაბრუნება სომხეთის ყველა მოქალაქეს შეუძლია. სომხეთის მოქალაქის ოჯახის ყველა წევრს შეუძლია სომხეთში დაბრუნება მიუხედავა მისი მოქალაქეობისა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაკმაყოფილებისათვის შეიძლება შეიქმნას ინსპექციის პუნქტები, სადაც ექიმები ხალხს შეამოწმებენ.

საგანგებო სიტუაციის პირობებში სომხურ მედიას მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელების უფლება აქვს, რომელსაც კომენდანტები გაავრცელებენ. ადგილობრივ მედიას ეკრძალება ისეთი სიახლეების გავრცელება, რომელიც პანიკას გამოიწვევს.