ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დღეს, 10 აგვისტოს, კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 6 შემთხვევა ახალქალაქში, ხოლო 2 შემთხვევა ნინოწმინდაში გამოვლინდა. შტამი “დელტა” ახალქალაქში არ დაფიქსირებულა.
დღეს, 10 აგვისტოს, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ერთი ანტიგენზე ანალიზით დაფიქსირდა, დანარჩენი კი PСR-ტესტით. ინფიცირებულები არიან, როგორც ქალაქის, იე სოფლის მხოვრებლები.
დღეს, როგორც დაგეგმილი იყო მანამდე, ახალქალაქის ჰესის მშენებლობაზე დასამქებულ 12-მუშას ჩაუტარდა ტესტირება. ჰესს ამერიკული კომპანია “აისი” აშენებს. ტესტი აუღეს ახალქალაქის სასწავლო ცენტრის 15 სამხედრომოსამსახურეს. ანალიზი გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გაგზავნეს.
ასევე ტესტირება ჩატარდა №3-ე საბავშვო ბაღში, სადაც ერთ თანამშრომელს COVID-19 აღმოაჩნდა. თანამშრომელი, რომელსაც ვირუსი ნათესავისგან გადაედო, იზოლირებულია.
ახალქალაქის სამხედრო აღრიცხვის სამსახური 12 დღით დაიხურა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დღეს, ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ტიგრან ეგოიანის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევაა გამოვლენილი.
ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, სირანუშ ტონაკიანის თქმით, ახალქალაქში კორონავირუსის ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.