ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 25, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 20 ადამიანია თვითიზოლირებული.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, დღეის მონაცემებით მუნიციპალიტეტში თვითიზოლირებულთა რაოდენობამ 25 მიაღწია.
«ყველა ჩამოსულია სხვადასხვა ქვეყნიდან, საკუთარ სახლებში არიან, მდგომარეობა ნორმალურია, ტემპერატურა არ აქვთ, კორონავირუსის სიმპტომები არ აქვთ»,- თქვა ავეტიკ ტონაკანიანმა.
თვითიზოლირებულთა შორის ყველაზე უმფროსი ასაკი- 74 წელია, ხოლო ყველაზე უნცროსი- 6 წელი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ტიგრან ეგოიანის თქმით, ყველა თვითიზოლირებული მოქალაქე ჩამოსულია სომხეთიდან.
«ისინი კარგად გრძნობენ თავს, ყველა გაფრთხილებულია, ჩვენ მათთან მივედით ექიმის და პოლიციის თანამშრომლების თანხლებით და გავაფრთხილეთ, რომ სახლიდან გარეთ არ გამოვიდნენ. თვითიზოლირებულთა უმეტესობა სტუდენტია»,- თქვა ტიგრან ეგოიანმა.
პრევენციის მიზნოთ, ყველა მოქალაქეს, რომელიც სხვა ქვეყნიდან ბრუნდება და დაავადების სიმპტომები არ აქვს, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები მაინც აკონტროლებს. ეს ადამიანები 14 დღის განმავლობაში უნდა იყვნენ თვითიზოლირებული, სახლიდან არ უნდა გამოვიდნენ და უნდა გაითვალისწინონ წესები და რჩევები. იმ შემთხვევაში, თუ საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქეს აქვს ტემპერატურა და სხვა სიმპტომები, მას კარანტინში ათავსებენ. კარანტინში არიან ასევე ის ადამიანები, რომლებიც თვითიზოლირების წესებს არღვევენ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩნდებიან. თვითიზოლირების წესების დარღვევის გამო 127 ადამიანი სასწრაფოდ იყო გადაყვანილი კარანტინში.
საქართველოში დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსის 40 შემთხვევა, მათ შორის ერთი გამოჯანმრთელდა.
1344 ადამიანი კარანტინშია, ხოლო 216- სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.