ქორწილის, ქელეხის და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი მკაცრდება.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, პირველ შემთხვევაში კვების ობექტი დაჯარიმდება 10 ათასი ლარით, ხოლო გამეორებისას ობიექტი დაილუქება.

„კვების ობიექტების მუშაობა შეზრუდულია 00:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. მსგავსი ღონისძების მასპინძლობისთვის კვების ობიექტები თუ სხვა სარიტუალო დარბაზები მფლობელები პირველ ჯერზე დაჯარიმდებიან ათი ათასი ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი ობიექტის დალუქვა“, – განაცხადა ღიბრაძემ.