სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 303 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 231 625 -მდე გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ავრცელებს.
გასული 24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების 4 შემთხვევა დაფიქსირდა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 636 გახდა. ქვეყანაში ვირუსისგან 220 825 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 6 164-ია.