2018 წლიდან ახალქალაქის აუზი ნაწილობრივ მუშაობს. მისი ექსპლუატაცია საბოლოოდ კორონავირუსმა დაასრულა. იმის გამო, რომ აუზი ზამთარში არ მუშაობდა, ძლიერმა ყინვებმა კომუნიკაციები, აღჭურვილობა და რემონტი დააზიანა.
გასული წლის ივნისში, ეპიდემიის გამო ხანგრძლივი დახურვის შემდეგ, მთელი ქვეყნის მაშტაბით საცურაო აუზების გახსნა დაიწყო. სიფრთხილის ზომებით დაცვით შეძლეს მუშაობა. ახალქალაქის აუზიც ემზადებოდა გახსნისთვის, მაგრამ დღემდე დაკეტილია. დირექციის თქმით, ზამთარში ძლიერი ყინვებით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრისთვის ტენდერი გამოცხადებულია და სამუშაოების დასრულებას ერთი თვე დასჭირდება. დაპირების მიუხედავად, აუზი ჯერ კიდევ არ მუშაობს.
გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, სამშენებლო -სამონტაჟო სამუშაოებისთვის 18`566.00 ლარია საჭირო. კონტრაქტი 2021 წლის 21 ივლისს გაფორმდა. ტენდერში კერძო პირმა – ედგარ აბაჯიანმა გაიმარჯვა.
დირექტორის განმარტებით, აუზის გახსნა არა მხოლოდ რემონტზეა დამოკიდებული, არამედ კორონავირუსის გავრცელებაზე.
”ბიუჯეტში პრობლემების გადასაჭრელად კორექტირება გაკეთდა. რთულად ვიპოვეთ სახსრები, რომ 21,000 ლარი გამოგვეყო, მაგრამ ტენდერში გამარჯვებულმა უფრო მცირე თანხით მოიგო. თუ სწორად მახსოვს, 18000 ლარი გამოვიდა. აუზი 2 წელია არ მუშაობს, მაგრამ ძირითადი პრობლემა აღმოიფხვრა. ყველაზე მნიშვნელოვანი გამათბობლები იყო. კრამიტი გაიბზარა – ნელ-ნელა გავაკეთებთ. დაახლოებით 15 დღეში მუშაობას შეძლებს, ანუ წყალს ჩავასხამთ. ეს პროცესი კიდევ 15 დღე გაგრძელდება და მუშაობას დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებს. მთავარია კორონავირუსის გამო არ დაიხუროს, ” – განაცხადა აუზის დირექტორმა მარტინ გაბრიელიანმა.
მუნიციპალური დაწესებულების შემოსავალი 2019 წელს 10 000 ლარი იყო, ხოლო დანახარჯები ათეულჯერ მეტი – 2020 წელს აუზის ექსპლუატაციისთვის 177,000 ლარი გამოიყო, 2021 წელს ეს თანხა 93,000 -მდე შემცირდა. აუზი უმეტესწილად არ მუშაობდა.