ივნისის შუა რიცხვებიდან სოფელ აგანელი ქალები, როგორც თვითონ ამბობენ, «მიწის თუთის» საკრეფად მიდიან. სულ რაღაც ორ საათში ივსება მარწყვის სათლი. ზამთარში ჯავახების სუფრიდან ტრადიციული კომპოტი და ჯემი არ ქრება.
აგანაში მარწყვის კრეფის და კომპოტის მომზადების ტრადიცია დედამთილიდან რძლებს გადაეცემა. ყოველ ზაფხულს ქუჩიდან ქალები იკრიბებიან და ადიან მთაში, როგორც თავად ამბობენ, “მიწის თუთის” მოსაკრეფად.
”ყოველწლიურად მივდივართ მარწყვის საკრეფად, ვაგროვებთ თასებში, რამდენიც გვჭირდება, იმდენს
ანაჰიტ ჰოვანისიანმა მარწყვის კრეფის და კომპოტის მომზადების ტრადიცია დედის სამზარეულოში ისწავლა, შემდეგ დედამთილთან და უნდა, რომ მისმა რძლებმაც გააგრძელონ ამ ტკბილი კომპოტის მომზადების ტრადიცია.
”მარწყვს მამაჩემის სოფელში, ალათუმანში ვკრეფდით, შემდეგ აგანაში დავქორწინდი და ვნახე, რომ აქაც კრეფენ. ჩვენ რძლებთან ერთად მოვდივართ, ვკრეფთ, შემდეგ კომპოტს ვამზადებთ. ჩვენს კაცებს უყვართ მარწყვის კომპოტი, ძალიან სასარგებლოა, ცხარიელი ვიტამინია”, – დასძენს ქალბატონი ანაჰიტი.
მარწყვისკენ მიმავალი გზა კლდოვანი და გაუვალია, მაგრამ ეს სირთულეები ადვილად გადასალახია, როცა იცი რა გემრიელობას კრეფ.