სოფელ ბავრასთან, ასევე ქალაქ ნინოწმინდასთან მდებარე წყალსაცავების ნაპირებთან დაიხოცა თევზი – კარჩხანი. აღნიშნული ფაქტი მოსახლეობამ 18 მარტს შენიშნა, მაგრამ როდის დაიხოცა თევზი, უცნობია. ასევე,  უცნობია თევზების მასობრივი დახოცვის მიზეზი.

riba

რადიო “ნორის” ინფორმაციით, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ეს ხელოვნური წყალსაცავია. ის ქალაქ ნინოწმინდასა და დიდ ხანჩალს შორის მდებარეობს. მოსახლეობა საბჭოთა პერიოდში ამ წყალსაცავით კარტოფილის ნათესებს რწყავდა. თევზი აქ, დაახლოებით 2016 წელს გაჩნდა, რასაც ტბის აღდგენით სამუშაოებს უკავშირებენ. მაშინ სოფლისთვის სარწყავი არხი გაკეთდა, სადაც სოფელ ორლოვკის წყალსაცავიდან მომდინარე წყალი ჩაედინებოდა, წყალს თევზიც მოჰყვებოდა.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის პერიოდში ეს ტბა მეთევზეების საყვარელი ადგილია.